შინაარსზე გადასვლა

ჰიბა აბუქი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიბა აბუქი

ჰიბა აბუქი - 2017 წელი გოიას კინოპრემიაზე მადრიდში
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1986, მადრიდი (34 წ.)
მოქალაქეობა ესპანეთის დროშა ესპანეთი
საქმიანობა მსახიობი
სიმაღლე 1.69 სმ.
მეუღლე(ები) აშრაფ ჰაქიმი
შვილ(ებ)ი ამინ ჰაქიმი

ჰიბა აბუხრის ბენსლიმანე (არაბ. هبة أبوخريص بنسليمان), ცნობილია როგორც ჰიბა აბუქი (არაბ. هبة أبوك; მადრიდი, 30 ოქტომბერი, 1986)—ესპანელ- ტუნისელი მსახიობი. იგი ცნობილია სატელევიზიო სერიალებში შესრულებული როლებით, პირველ რიგში, პოპულარულ ტელესერიალ ელ-პრინსიპეში (El Príncipe) განსახიერებული ფატიმას როლით.[1][2]

ჰიბა აბუქი-2018 წელი

ჰიბა აბუქი დაიბადა მადრიდში. იგი უმცროსია ოთხი და-ძმიდან. მამა წარმოშობით ლიბიელია, ხოლო დედა-ტუნისელი.  მისი მშობლები ტუნისიდან ემიგრაციის შემდეგ დასახლდნენ ესპანეთში. გაიზარდა ტრადიციულ ოჯახში. მშობლები ძალიან მკაცრები იყვნენ. როგორც თავად იხსენებს, ბავშვობაში ვერ ივარაუდებდა, რომ ცხოვრებას მსახიობის პროფესიას დაუკავშირებდა. ოჯახში დიდ ყურადღებას უთმობდნენ შვილების განათლებას. თუმცა ოთხი და-ძმიდან ყველაზე ბევრს ჰიბა მეცადინეობდა. დედას უნდოდა, რომ ჰიბა ექიმი გამოსულიყო და ხშირად მოუწოდებდა გოგონას კარგად ესწავლა, ვინაიდან სწავლა გახდებოდა მისი მომავალი თავისუფლების გარანტი. თვითონ ჰიბას პედაგოგობა სურდა. ჰიბა 18 წლამდე სწავლობდა მადრიდის ფრანგულ ლიცეუმში. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა არაბულ ფილოლოგიის.განხრით. ასევე მიიღო  RESAD -ის დრამატული ფაკულტეტის დიპლომი. ესპანური და არაბული ენების გარდა საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და იტალიურად. უყვარს ტუნისური ტაჯინის მომზადება. გატაცებულია ფლამენკოთი.[3]

ფრანგულ ლიცეუმში სწავლისას, გოგონა დარეგისტრირდა თეატრალურ სემინარზე. მას სურდა იმ გასცნობოდა საყვარელი პიესების ტექსტებს. სცენაზე 12 წლისა მოხვდადა მაშინვე მოიხიბლა. თუმცა დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა, ვინაიდან მშობლები მის არჩევანს უაეყოფითად შეხვდნენ.

ჰიბა აბუქი-2017 წ.

2008 წელს დამწყებმა მსახიობმა ეპიზოდური როლი შეასრულა სატელევიზიო სერიალში El síndrome de Ulíses ჰიბა ჰადუკისის სახელით. მისი სამსახიობო კარიერა 2010 წელს დაიწყო  ესპანეთის ტელეარხ Cuatro-ს მიერ გადაღებულ კომედიურ სერიალ La isla de los nominados- ში. 2011 წელს ჰიბამ ეპიზოდური როლი შეასრულა Cheers– ის ესპანურ ადაპტაციაში, ხოლო El corazón del oceano– ში, რომელიც ეკრანებზე გავიდა 2014 წელს, ითამაშა გვადალუპეს როლი. 2012 წლიდან ჰიბა  Antena 3 -ის კომდიური სერიალ Con el culo al aire-ის რეგულარული დასის შემადგენლობაში მოხვდა. მონაწილეობა მიიღო სერიალის ბპირველ ორ სეზონში. 2014 წლის თებერვალში მსახიობის დებიუტი შედგა კრიმინალურ დრამატულ სერიალში ელ პრინსიპე( El Príncipe ), რომელიც Telecinco- ს ეთერში გავიდა. ფილმი  ხუთ მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა და მთავარი როლის შემსრულებელ ჰიბა აბუქს დიდი პოპლარობა მოუტანა.[4]

ჰიბა აბუქი დაქორწინებულია მაროკოელ ფეხბურთელ აშრაფ ჰაქიმზე. წყვილს ჰყავს ვაჟი, რომელიც დაიბადა 2020 წელს დორტმუდში. ოჯახს ყავს ლაბრადორი, სახელად რაი, რომელსაც აქვს საკუთარი ინსტაგრამის გვერდი 12000-ზე მეტი მიმდევრით. [5]

2014- ჟურნალ კოსმოპოლიტენის ჯილდო-ქალური სილამაზის სიმბოლო

ტელევიზია
წლები სათაური როლი შენიშვნები
2014–2015 ელ პრინსიპე ( El Príncipe ) ფატიმა ბენ ბარექი ტელესერიალი(29 სერია)
2014 El corazón del océano გვადალუპე ტელესერიალი (6 სერია)
2012–2013 Con el culo al aire ქანდელა პრიეტო სორიანო ტელესერიალი (26 სერია)
2011 Cheers აგატა ტელესერიალი (1ნაწილი)
2010 La isla de los nominados ევა ლისი ტელესერიალი (11 სერია)
  1. Vertele. "La actriz de moda"[მკვდარი ბმული] (ესპანურ ენაზე). Retrieved 22 March 2014.
  2. "Hiba Abouk, la singular biografía y personalidad de la actriz de moda de la serie 'El Príncipe'".[მკვდარი ბმული] El Comercio (ესპანურ ენაზე). 20 March 2014. Retrieved 22 March 2014.
  3. "Los Cuarto guardaespaldas de Hiba Abouk".[მკვდარი ბმული] Vanitatis (ესპ. ენაზე). 16 May 2014.
  4. Taulés, Silvia. "Hiba Abouk se opera el pecho y las caderas" (Archive). El Mundo. 22 March 2014. Retrieved on 21
  5. Achraf Hakim i: 10 things on Borussia Dortmund's high-flying Real Madrid loanee"[მკვდარი ბმული] bundesliga.com - the official Bundesliga website. Retrieved 2020-07-03.  :
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიბა_აბუქი“-დან